6 ყოველდღიური ჩვევა, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს

ხშირად კომპანიები რეკლამების საშუალებით გვაიძულებენ ვიყიდოთ ისეთი რამეები, რაც რეალურად არ გვჭირდება. თანაც, ასეთი პროდუქტები გამოუსადეგართან ერთად შეიძლება საშიშიც იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ისეთი პროდუქტების სიას, რომლის მიერ მოყენებული ზიანიც უკვე გამოიკვლიეს მეცნიერებმა:

საჭმლის პლასტიკური კონტეინერების ხმარება

თვითონ პლასტმასი არ არის საშიში, თუმცა ჩვენს ჯანმრთელობას მისი სოლიდურობის შესანარჩუნებლად გამოყენებული ქიმიკატები ვნებს. ასეთი ყუთების გარეცხვა, გათბობა და საჭმლის კომპონენტებთან შეხება სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს, რის დროსაც პლასტმასი ძალიან ტოქსიკური და საშიში ხდება. ნუ გამოიყენებთ მათ 5 თვეზე მეტი ხნით.

კროკსების ჩაცმა

ეს ფეხსაცმელი ქუსლისთვის საჭირო სტაბილურობას ვერ გვთავაზობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თითების დეფორმაცია, ფეხის ტკივილი და კოჟრების გაჩენა. ასევე მისი ღერძი, რომელიც ყველა ფეხსაცმლის მთავარი კომპონენტია, ძალიან მალე რბილდება და გამოდის მწყობრიდან, რითიც დისკომფორტს იწვევს ჩვენი ფეხის კუნთებისთვის.

თვალის მაკიაჟი

ყურადღება მიაქციეთ ასეთი პროდუქტების ინგრედიენტებს. თუკი მათი შემადგენლობის სიაში შედის პარაბენი, ალუმინის ფხვნილი და პროპილენ გლიკოლი, მაშინ თქვენი თვალების ჯანმრთელობისთვის ეს პროდუქტები ძალიან საშიშია. ასევე არასდროს გამოიყენოთ მეგობრის თვალის ფანქარი და მსგავსი პროდუქტები, რადგან მათი საშუალებით თქვენს თვალზე შეიძლება ბაქტერიები და სოკოვანი ინფექციები გადმოვიდეს.

მიუწებებელი ზედაპირის მქონე ტაფის ხმარება

ასეთი ტაფების ზედაპირის დასამზადებლად პერფორიორირებული ქიმიკატები გამოიყენება, რაც თავისთავად საშიში არაა მათ გაცხელებამდე. 230 გრადუსამდე გაცხელების შემდეგ ზედაპირი გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის სისხლში მოხვედრის შემთხვევაში კიბოს უჯრედებიც კი გააჩინონ.

ანტიბაქტერიული საპონის გამოყენება

ანტიბაქტერიულ საპონებში შემავალი ანტისეპტიკი ტრიკლოსანი ასუსტებს იმუნურ სისტემას და ჩვენს ორგანიზმს ანტიბიოტიკების მიღებაში უშლის ხელს. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ჰორმონალური ბალანსის დარღვევა და კუნთების დისტროფია. თანაც, ანტიბაქტერიული საპონები მარკეტინგულ ხრიკს წარმოადგენენ, რადგან კვლევების მიხედვით ჩვეულებრივ საპონსაც შეუძლია ბაქტერიების მოშორება ჩვენი ხელებიდან.

უნიტაზის გამოყენება

90 გრადუსიანი მოხრით ჯდომისას ნაწლავების ნატურალური მუშაობის გზა ფერხდება და პრაქტიკულად იხურება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს მუცლის გაღიზიანება, შეკრულობა, ბუასილი და მსხვილი ნაწლავის კიბოც. ნატურალური პოზიციაა 45 გრადუსიანი კუთხით ჯდომა, რის დროსაც მენჯები ჯანსაღ პოზაში თავსდება.