ზოგჯერ ჩვენი საყვარელი კერძების დიდი რაოდენობით ჭამამ ჩვენი მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ამ საჭმელების სიას იმ რაოდენობასთან ერთად, რომელიც ერთ ჯერზე შეიძლება მიიღოს საშუალო სტატისტიკური წონის მქონე ადამიანმა:
წყალი:
ყველას გაუგია ის, რომ დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ. თუმცა თუ ამაზე სამჯერ მეტ რაოდენობას მიირთმევთ, მაშინ თქვენი თირკლემები ამდენი სითხის გადამუშავებას ვერ შეძლებს. ამას შეუძლია გამოიწვიოს შიდა ორგანოების და ტვინის ედემა და ასევე სუნთქვის პრობლემების შექმნაც. დიახ, წყლის საშუალებით მოწამვლაც შესაძლებელია, თუკი მას დიდი რაოდენობით დალევთ.
ყავა
113 ჭიქა ყავა ანუ 250 მლ. შესაძლოა მომწამვლელი აღმოჩნდეს ჩვენთვის. თუმცა, აღსანიშნავია რომ ასეთი რაოდენობის ყავის დალევისას ჩვენ წყლით ინტოქსიკაციის პრობლემა შეგვაწუხებს და არა თვითონ ყავის რაოდენობა, რადგან ეს 30 ლიტრ წყალს უდრის. ამიტომ თუკი ბევრი ყავის მარცვლების ჭამა არ გახასიათებთ, მაშინ სანერვიულო არაფერია.
შოკოლადი
შოკოლადი მცირე რაოდენობის თეობრომინს შეიცავს. ეს ელემენტი ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას იწვევს. თუ 10 კილო შოკოლადს შეჭამთ ერთ ჯერზე, ამან შეიძლება გულისრევა და დიარეა გამოიწვიოს, შემდეგ ეპილეპტიკური შეტევა და მერე შინაგანი სისხლდენა, გულის ინფარქტი და შემდეგ სიკვდილი.
ალკოჰოლი
ჯანსაღი მამაკაცისთვის სასიკვდილო დოზა 40 პროცენტიანი ალკოჰოლის 1.25 ლიტრია. თუმცა ეს მხოლოდ მაშინაა სასიკვდილო, თუკი იგი ამ რაოდენობის სასმელს ერთ საათში დალევს, გულის არევის გარეშე.
სიგარეტები
სიგარეტების ერთი ღერი საშუალოდ 0.8 მგ. ნიკოტინს შეიცავს, რის გამოც 75 სიგარეტის მოწევას თქვენი მოკვლა შეუძლია.
მარიხუანა
მარიხუანით გარდაცვალებისთვის 680 კილო უნდა მოწიოთ 15 წუთში ან ერთ ჯერზე 21 კილო მარიხუანა უნდა შეჭამოთ. თანაც ამისგან სიამოვნებას საერთოდ ვერ მიიღებთ.
ვაშლის თესლები
თქვენ არ მოკვდებით 18 ვაშლის შეჭმის გამო. თუმცა, თუკი 18 ვაშლიდან ამოიღებთ თესლებს, დაფქვავთ მათ, კარგად დაღეჭავთ და გადაყლაპავთ, მაშინ ამან შეიძლება თქვენი სიკვდილი გამოიწვიოს, რადგან ვაშლის თესლები ციანიდს შეიცავს.
ალუბლის კურკები
ალუბლის კურკები ასევე შეიცავენ ციანიდს, რის გამოც ვაშლის თესლების მსგავსად სამი მათგანის მიღებამ შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.
ბანანი
ბანანები პოტასიუმს შეიცავენ, რისი დიდი ოდენობით მიღებაც სიკვდილს იწვევს. თუმცა ამისთვის თქვენ 400 ბანანის შეჭმა დაგჭირდებათ.
ფორთოხალი
ფორთოხლის ჭამით გარდაცვალება მხოლოდ 11 ათასი ფორთოხლის ერთ ჯერზე შეჭმით შეგიძლიათ.
მარილი
მარილის სასიკვდილო დოზა 48 ს/კ გახლავთ. ასეთი სახის ტკივილი ძალიან ხანგრძლივი და მტკივნეული იქნება უამრავი შეშუპების გამო.
ჩილის წიწაკა
ამ წიწაკის სასიკვდილო დოზის მისაღებად თქვენ 130 ს/კ წიწაკა უნდა მიირთვათ.
შაქარი
შაქრით გარდაცვალებისთვის თქვენ უნდა მიირთვათ 25 კილო ერთ ჯერზე, რაც დაახლოებით 500 ჩ/კ შაქარს უდრის.
კბილის პასტა
თეორიულად თქვენ 24 კბილის პასტის ტუბის მირთმევა გჭირდებათ იმისთვის, რომ მოკვდეთ.