წლების განმავლობაში ხელის გაბუჟებით ვიტანჯებოდი. ყოველ 15-20 წუთში მიწევდა სხეულის პოზიციის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელებში მგრძნობელობას ვკარგავდი. ექიმსაც მივმართე, რა არ ვცადე, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე.
ვსვამდი წვეთებს, აბებს, ვიკეთებდი მასაჟს და სხვა ფიზიოპროცედურას… მკურნალობა მხოლოდ 3 თვეს მყოფნიდა, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. როდესაც ხელის სისხლძარღვები შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ისინი იდაყვიდან თითებამდე მხოლოდ 30%-ით ფუნქციონირებდნენ, იდაყვიდან მხრებამდე კი-50%-ით.
რეაბილიტაციის მცდელობა ხალხური საშუალებებით დავიწყე. სისხლძარღვებს ტიბეტური მეთოდით, ნივრის ნაყენით ვიწმენდდი. ნიორს რძეში ვაზავებდი და მიღებულ ნაზავს 1-დან 25 წვეთამდე ვსვამდი.
შემდეგ აკადემიკოსი ბოლოტოვის მეთოდებით დავინტერესდი და ფერმენტებით სისხლძარღვების გაწმენდის რეცეპტი ვიპოვე, რომელიც ნივრითა და რძის შრატით მზადდება.
მის მოსამზადებლად 3 ლიტრი რძის შრატი, 3 ჭიქა დაჭყლეტილი ნიორი და 1 ჭიქა გრანულირებული შაქარია საჭირო. ეს კომბინაცია ფერმენტირდება 1 ჩ.კ. არაჟნით და მისი გამოყენება 2 თვის განმავლობაშია შესაძლებელი. პერიოდულად უნდა მოურიოთ და დღეში სამჯერ უნდა დალიოთ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ეს ნაზავი მოვამზადე 3 ლიტრიანი ქილით და 2 თვის განმავლობაში ვსვამდი. და აი, უკვე 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელებში მგრძნობელობის დაკარგვა აღარ მიგვრძნია.
მსურს გავაგრძელო მკურნალობა, რადგან ეს საშუალება ორგანიზმის ყველა სისხლძარღვს წმენდს. შრატი მივიღე ნატურალური რძისგან, ნიორი კი ხის სანაყით დავნაყე.
კუჭ-ნაწლავის პოლიომიზას ქრისტესისხლას წვენით ვმკურნალობ. მის მოსამზადებლად 1 ლიტრ წვენზე 150 მლ სპირტი გჭირდებათ. ნაზავს 2 თვის განმავლობაში ვსვამდი, თავდაპირველად-1 ჩაის კოვზს, მომდევნო კვირაში კი 1 სუფრის კოვზს ვსვამდი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობა შეგიძლიათ შეავსოთ მიკროოყნით. მოადუღეთ 1 ჭიქა ქრისტესისხლა 1 ჭიქა წყალთან ერთად, გააცივეთ და შეიყვანეთ 50 მლ გაიკეთეთ ღამით. 1 კვირის განმავლობაში უნდა გაიკეთოთ, შემდეგ 1 კვირა შეწვიტოთ. ეს პროცედურა რამდენჯერმე ჩავიტარე და როდესაც ექიმთან კოლონოსკოპიაზე მივედი, აღმოჩნდა, რომ პოლიპები სრულად გაქრა.