8 გამოცდილი მეთოდი ჭარბი ოფლიანობისგან თავის დასაცავად.

ოფლიანობასთან და ცუდ სუნთან საბრძოლველი უამრავი საშუალების არსებობის მიუხედავად, ხშირად ფიზიკური აქტივობის დროს, სტრესის ან სიცხეში ყოფნის მაინც შეიძლება შეგვაწუხოს მოჭარბებულმა ოფლიანობამ. ამ პრობლემას ასეთი მარტივი მეთოდებით შეგიძლიათ ებრძოლოთ, თანაც ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხების გამოყენება თქვენი საყვარელი სამოსის დაცვაშიც დაგეხმარებათ:

ანტიბაქტერიული ხელსახოცები

თუკი თქვენი ოფლი უკვე ცუდ სუნს გამოყოფს და შხაპის მიღება არ შეგიძლიათ, მაშინ ფრთხილად გაიწმინდეთ იღლიები სველი ანტიბაქტერიული საფენებით, შემდეგ კი წაისვით ანტიბაქტერიული საპონი. ეს სუნის გამომწვევ ბაქტერიებს მოგაშორებთ.

წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი ანტისებტიკია, რომელიც ცუდი სუნის გამომწვევ ბაქტერიებს ებრძვის. შეურიეთ ამ ნივთიერების 1 ს/კ ნახევარ ჭიქა წყალს და წაისვით ნაზავი გაწმენდილ იღლიებში დილით.

საცხობი სოდა

თუკი წინ რთული დღე გელით და ფიზიკური აქტივობების გამო ჭარბი ოფლიანობის რისკის ქვეშ ხართ, მაშინ ეს მეთოდი გამოიყენეთ:

  • 2 ს/კ საცხობი სოდა
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ლიტრა წყალი

დალიეთ 1 ჭიქა ამ ნაზავისგან მიღებული სასმელი დილას.

მუხის ქერქი

ოფლიანობის პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ მუხის ქერქის ნახარშით ჩამოიბანოთ იღლიები შხაპის შემდეგ. ასევე შეგიძლიათ მისი გაყინვა და ყინულის კუბების სახით დილაობით იღლიებში მისი წასმა.

ნახარშის რეცეპტი:

  • 5 კოვზი დაფქვილი ქერქი
  • 1 ლიტრი წყალი

დაუმატეთ ქერქი წყალს და დატოვეთ ასე 30 წუთით. შემდეგ გაწურეთ და გამოაშრეთ.

ალუნიტი

ამ მინერალს ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ტონიკის ძალები გააჩნია. იგი ასევე აპატარავებს ოფლის ჯირკვლებს და აქრობს სუნს. ამის გამო სჯობს გამოიყენოთ მისი გამოყენებით დამზადებული დეოდორანტები.

ალუმინის ქლორიდი

თუ ოფლიანობა ძალიან ხშირია, მაშინ მოძებნეთ ისეთი ანტიპერსპირანტები, რომლებიც დიდი ოდენობით ალუმინის ქლორიდს შეიცავს. ისინი ცხელ ამინდშიც კი მნიშვნელოვნად შეამცირებენ ოფლის დენას;

ბოტოქსი

თუ იღლიების ოფლიანობა თქვენთვის რეგულარულ პრობლემას წარმოადგენს, მაშინ შეგიძლიათ მათში ბოტოქსის ინექცია გაიკეთოთ. ეს ტოქსინი ოფლის ჯირკვლების მმართავ ნერვულ იმპულსებს დაბლოკავს და მის გამოყოფას შეუშლის ხელს. ინექციის მოქმედების ვადაა 6-12 თვე.

ლაზერი

თუ სხვა საშუალებები საკმარისად კარგ შედეგს არ გაძლევთ, მაშინ შეგიძლიათ ოფლის ჯირკვლებს ლაზერით უმკურნალოთ. ეს სამუდამოდ აჩერებს მათ ფუნქციონირებას. ოფლის გამოყოფა ორგანიზმის ტემპერატურის კონტროლისთვისაა საჭირო, რის გამოც ლაზერით მკურნალობა მხოლოდ ზედმეტი ოფლის გამომყოფ არეებში ხორციელდება.

მოჭარბებული ოფლიანობა შეიძლება გულის პრობლემების ან დიაბეტის სიმპტომი იყოს სხვა სერიოზულ დაავადებებთან ერთად. თუკი ეს პრობლემა ზედმეტად გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.