როგორ იყენებენ გამოცდილი დიასახლისები თეთრეულის კონდიციონერს. არა რეცხვისთვის

0
847

უმეტესობა ჩვენგანი თეთრეულის კონდიციონერს მხოლოდ რეცხვისთვის იყენებს. ალბათ, გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ მისი გამოყენება სხვა მიზნით შეიძლება, მაგალითად, საწმენდი საშუალების სახით. უმეტესად ამ ამოცანას მთელი 100 %-ით გაუმკლავდება. ამასთან დამარბილებელი საშუალება ძალიან ეკონომიურია!

ამ 9 საინტერესო იდეას ყურადღება მიაქციეთ.

თეთრეულის კონდიციონერი ყოფაცხოვრებაში

1. ფანჯარა

ცარიელ ბოთლში თეთრეულის კონდიციონერი და წყალი 1:4 პროპორციით აურიეთ. საშუალება სალფეთქზე დაიტანეთ და ფანჯრის მინა გაწმინდეთ. შემდეგ მშრალი ჩვრით გააპრიალეთ. ფანჯარა სისუფთავით იბრწყინებს და არანაირი ხაზები.

2. კარი და ფილები

კარები და ფილები ძველებურად იბრწყინებს, თუ მათ წყალში გაზავებული კონდიციონერით გაწმენდთ.

3. მორბედი გაიჭედა

თუ ელვის ლითონის ან პლასტმასის მორბედი გაიჭედა და ძლივს გადის, თეთრეულის კონდიციონერში დაასველეთ.

4. ლამინირებული იატაკი

ცოტა თეთრეულის დამარბილებელი საშუალება 1 ვედრო წყალში გახსენით. შვაბრა ხსნარში დაასველეთ და იატაკი გაწმინდეთ. ლამინირებული იატაკი ისე იბრწყინებს, თითქოსდა ახლა დააგეს.

5. ხალიჩას ბეწვი მოაშორეთ

დამარბილებელი საშუალების და წყლის ნარევში (1:1) დასველებული ღრუბლით ან ჩვრით ხალიჩაზე ის ადგილი გაწმინდეთ, სადაც თქვენი შინაური ცხოველის ბეწვია. ცოტა ხნით გააჩერეთ. დამარბილებელი ხალიჩის ბოჭკოებს უფრო დაარბილებს და მტვერსასრუტის მუშაობას გაამარტივებს.

6. ძველი შპალერი

რა უნდა გააკეთოთ, თუ ძველ შპალერს ვერ აშორებთ? 1 თავსახური კონდიციონერი 1 ლ წყალში გახსენით და საშუალება ღრუბლით შპალერს წაუსვით და 20 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ შპალერს კედლიდან ადვილად მოაშორებთ.

7. ტყავის ქურთუკი

თუ ტყავის ქურთუკი გაგიჭუჭყიანდათ, სარეცხი საშუალების გამოყენება არ იჩქაროთ. დამარბილებელი საშუალება ამ პრობლემას უფრო დელიკატურად გაუმკლავდება.

8. ავტომობილის ფანჯარა

თეთრეულის კონდიციონერის და წყლის დახმარებით ავტომობილის ფანჯარას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაწმენდთ.

9. ავტომობილის სავარძელი

თუ ავტომობილის სავარძელზე ლაქები გაჩნდა, მის ამოყვანას დამარბილებელი საშუალებით შეძლებთ. კონდიციონერის და წყლის ნარევში ღრუბელი დაასველეთ და ჭუჭყიანი ადგილი კარგად გაწმინდეთ.

თეთრეულის კონდიციონერი შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც სახლში თქვენი ნამდვილი დამხმარე შეიძლება გახდეს.

ეს სასარგებლო იდეები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here