8 ნატურალური გზა კბილების დაშლის პროცესების შესაჩერებლად

0
5288

თქვენი კბილები სხეულის სხვა ნაწილების მსგავსად ყურადღებას და სწორ მოვლას საჭიროებენ. თუ სტომატოლოგთან სიარული არ გხიბლავთ, მაშინ კბილების ჯანმრთელობის დაცვაზე სახლში თქვენი მეთოდები შეგიძლიათ იზრუნოთ:

1. შეცვალეთ ჭამის ჩვევები

დიეტის შეცვლას კბილების ლპობის პროცესის შეჩერება შეუძლია. მიიღეთ უფრო მეტი კალციუმი, ჭამეთ მეტი რძის პროდუქტები და მოერიდეთ შაქრიანი საჭმელების და სასმელების მიღებას.

2. დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი

უშაქრო საღეჭი რეზინი ისეთ ნატურალურ დამატკბილებლებს შეიცავს, რომელიც პირში ბაქტერიების გამრავლებას ხელს არ უწყობს. მისი ღეჭვისას ასევე პირი ნერწყვით გაგევსებათ, რაც ბუნებრივად გაწმინდავს კბილებზე დარჩენილ საჭმლის ნარჩენებს.

3. გაწმინდეთ და რეგულარულად შეცვალეთ კბილის ჯაგრისი

ყოველთვის აირჩიეთ პატარა ან საშუალო ზომის ჯაგრისი, რათა მისი თავები კარგად მიწვდეს რთულ წერტილებს. ასევე არ შეინახოთ ჯაგრისი იმ ოთახში, სადაც უნიტაზია განთავსებული, რადგან ამით შეიძლება მასზე ბაქტერიების მოხვედრას შეუწყოთ ხელი. ჯაგრისის თავები ადვილად ცვდება, ამიტომ იგი რეგულარულად უნდა გამოცვალოთ.

4. მიყევით საბაზისო ორალური ჰიგიენის რუტინას

გამოიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ, მინიმუმ 2 წუთით. გამოიყენეთ კბილების ძაფი ჯაგრისის მიერ დატოვებული ნარჩენების გასაწმენდად. გამოივლეთ პირში ანტიბაქტერიული პირის ხსნარები და არ გამოივლოთ წყალი მისი გამოყენების შემდეგ, რათგან დიდი ხნით შენარჩუნდეს ხსნარის ეფექტი.

5. ესტუმრეთ სტომატოლოგს რეგულარული გასაწმენდი სესიებისთვის

კბილების გახეხის მიუხედავად ღრძილების ქვეშ საჭმლის ნარჩენები მაინც დარჩება. სტომატოლოგი მათგან გაათავისუფლებს თქვენს კბილებს და ასევე კბილებზე გაჩენილ ნადებსაც მოგაშორებთ. ჩაიტარეთ მსგავსი გაწმენდითი პროცედურა მინიმუმ წელიწადში ორჯერ.

6. დაუმატეთ ვიტამინები თქვენს დიეტას

ნერწყვის წარმოქმნის სტიმულირებისთვის ჭამეთ ფაიბერის შემცველი ხილი, თხილეული და ბოსტნეული. B ვიტამინის და რკინის მისაღებად მიირთვით მარცვლეული. უფრო მეტი D ვიტამინის მისაღებად შეგიძლიათ ჭამოთ ისეთი ზღვის პროდუქტები, როგორიცაა ორაგული, დაკონსერვებული ტუნა და სარდინი.

7. გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი გამოიტანს ბაქტერიებს თქვენი კბილებიდან და ბუნებრივად გააჯანსაღებს მათ. უბრალოდ გამოივლეთ პირში ერთი კოვზი ქოქოსის ზეთი 20 წუთის განმავლობაში სანამ თქვენი ნერწყვი და ზეთი თეთრი რძის მაგვარ ფერს არ მიიღებს. არ გადაყლაპოთ ზეთი და მისი გადმოსხმის შემდეგ გამოივლეთ პირში წყალი.

8. შექმენით თქვენი მინერალური კბილების პასტა

ჯანსაღი და ნატურალური კბილის პასტის შესაქმნელად დაგჭირდებათ:

  • 4 ს/კ კალციუმის პუდრი
  • 1 ს/კ სტივია
  • 1 ს/კ ზღვის მარილი
  • 2 ს/კ საცხობი სოდა
  • 1/4 ჭიქა ქოქოსის რძე

აურიეთ ყველა ინგრედიენტი პასტის მიღებამდე და ნამცეცების გაქრობამდე. ამით მარტივად ჩაანაცვლებთ რეგულარულ კბილის პასტას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here