ჩვენი ფეხები ყოველდღე დიდ დატვირთვას იტანს თანამედროვე ცხოვრების წესის, გრძელი რიგების, არაკომფორტული ფეხსაცმელების და ხანგრძლივი სიარულის შედეგად. სწორედ ამიტომ თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ ისეთი სასარგებლო მეთოდების შესახებ, რომლებიც ფეხების და მათი ფრჩხილების ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:
შეინარჩუნეთ ფეხების სიმშრალე
ჰიგიენის ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი თქვენი ფეხების მშრალად შენახვაა, რადგან ნესტიანობა იდეალურ გარემოს ქმნის სოკოვანი ინფექციების გაჩენისთვის.
ჩაიცვით ნატურალური მასალისგან შეკერეილი ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს სუნთქვის საშუალებას მისცემს.
ნუ ჩაიცვავთ ერთიდაიგივე ფეხსაცმელს მთელი კვირის განმავლობაში
შხაპის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ფეხები.
სწორად დაიჭერით ფეხის ფრჩხილები
ყოველთვის მოიჭერით ფრჩხილები სწორად და ჰორიზონტალურად, ნუ მოამრგვალებთ კუთხეებს.
ფრჩხილების ზედმეტად მოკლედ მოჭრამ შესაძლოა მათი ჩაბრუნება ან ინფექცია გამოიწვიოს.
გაუფრთხილდით კანს ფრჩხილების ირგვლივ.
შეინარჩუნეთ ფრჩხილების სიჯანსაღე
ეს მეთოდები დაგეხმარებათ ჩაბრუნებული ფრჩხილის მიერ გამოწვეულლი ტკივილის შემსუბუქებაში:
ჩაყავით ფეხები თბილ წყალში 15-20 წუთით, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი ყოველ 1 ლიტრა წყალს.
ამოდევით ფრჩხილის კუთხის ქვეშ პირის საწმენდი ძაფი და მსუბუქად ამოწიეთ მაღლა
უმკურნალეთ თითებს ანტისეპტიკური საშუალებებით და შეიხვიეთ ისინი საფენებით ინფექციისგან თავის დასაცავად.
გაიმეორეთ ეს პროცესი ყოველდღე, სანამ ფრჩხილი არ გაჯანსაღდება
თუკი ამ პროცესების პარალელურად მაინც შეამჩნევთ ინფექციის გაჩენას, მაშინ მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ
ჩაყავით ფეხები თბილ წყალში
ფეხებისა და ქუსლების სინაზის შესანარჩუნებლად კვირაში ერთხელ ფეხები უნდა ჩაყოთ თბილ წყალში 15-20 წუთით. ასეთ დროს ფეხების ენერგიის აღსადგენად შეგიძლიათ უამრავი ისეთი პროდუქტი გამოიყენოთ, როგორიცაა მარილი და სურნელოვანი ზეთები. ამ პროცედურის შემდეგ გამოიყენეთ ფეხის სახეხი მკვდარი კანის ნაწილაკების მოსაშორებლად.
დაატენიანეთ თქვენი ფეხები
საუკეთესო არჩევანია ისეთი კრემების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ დიმეტიკონს, ლანოლინს, ვაზელინს ან სხვა დამამშვიდებელ საშუალებებს, ასევე ისეთ დამატენიანებელ ნივთიერებებს, როგორიცაა გლიცერინი და ლეციტინი. მთავარია არ დაატენიანოთ თითებს შორის არსებული ადგილები, რადგან ამან შესაძლოა სოკოს გაჩენა გამოიწვიოს.
ფეხის მასაჟი
ფეხების მასაჟი საუკეთესო საშუალებაა დაღლილობის მოსაშორებლად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ფეხების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ამისთვის შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალური მასაჟის აპარატი ან დადოთ ძირს ჩოგბურთის ბურთი და მასზე აგორაოთ თქვენი ფეხი წინ და უკან.